საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, ღია კონკურსის საფუძველზე, პენიტენციური დაწესებულებების, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილების, სამხედრო ნაწილების, ბავშვთა სახლებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინსტიტუციების მონიტორინგის მიმართულებებით სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები შეარჩია.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ჯგუფის შემადგენლობაში შედის პენიტენციური დაწესებულებების, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილების მონიტორინგის გამოცდილების მქონე 10 სპეციალისტი, 4 ექიმი, 3 ფსიქიატრი, 3 ფსიქოლოგი, 3 სოციალური მუშაკი, 2 სამხედრო ნაწილების მონიტორინგის სპეციალისტი; ბავშვთა სახლების მიმართულებით 1 ნუტრიციოლოგი, 4 სოციალური მუშაკი, 4 ფსიქოლოგი; შშმ პირთა ინსტიტუციების მონიტორინგის მიმართულებით 2 ფსიქოლოგი, 1 სოციალური მუშაკი, 2 სპეციალური პედაგოგი, 1 შშმ პირთათვის ფიზიკური გარემოს მისაწვდომობის საკითების სპეციალისტი.
სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებად 2 წლის ვადით შეირჩნენ შემდეგი პირები:
სპეციალური პრევენციული ჯგუფი რეგულარულად ამოწმებს დაკავებულ, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირთა და მსჯავრდებულთა, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირთა მდგომარეობას და მათდამი მოპყრობას წამებისა და სხვა სასტიკი არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან ან სასჯელისაგან დაცვის მიზნით.