პაშა ბანკმა პარტნიორებსა და თანამშრომლებს აღდგომა გარემოსდაცვითი აქტივობით მიულოცა

პაშა ბანკმა პარტნიორებსა და თანამშრომლებს აღდგომის დღესასწაული, ტრადიციულად,  გარემოსდაცვითი აქტივობით მიულოცა. ბანკი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის, რევაზ სოხაძის ინიციატივას შეუერთდა და სააღდგომოდ, კამპანია „გაამწვანე ვარკეთილის“ ფარგლებში, ასი მოზრდილი ძირი ნეკერჩხლის ხე და ელდარის ფიჭვი დარგო. აღნიშნული კამპანია რეკრეაციული სივრცეების განვითარებასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება.

„ვაგრძელებთ კამპანიას „გაამწვანე ვარკეთილი“. ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პაშა ბანკს, რომლის დახმარებითაც, დღეს ასი ძირი ხე დავრგეთ ვარკეთილში“,- აღნიშნა რევაზ სოხაძემ, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის  თავმჯდომარემ.

„პაშა ბანკს უკვე ათი ათასამდე ძირი ხე აქვს დარგული საქართველოს მასშტაბით. ამჯერად, პირველად ვაფინანსებთ თბილისში მოზრდილი ხეების დარგვას. ვისურვებდი, რომ გაგრძელდეს ქალაქის გამწვანებისთვის ასეთი პროექტები. პაშა ბანკი ყოველთვის შეეცდება, თავისი წვლილი შეიტანოს გარემოს გაუმჯობესებასა და დაცვაში“,- განაცხადა პაშა ბანკის PR-ისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, ანანო ქორქიამ.

პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.

პაშა ბანკის გარემოსდაცვითი აქტივობები:

[checklist]

[/checklist]