ზესტაფონში ავტოავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა

ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულია 10 წლის ბავში და არიან დაშავებულები.

ავტოავარია დღეს, 27 აპრილს მოხდა. შსს–ს თანახმად, მანქანა გზიდან გადავიდა. ავტომობილში მყოფი ბავშვი გარდაიცვალა, სამი ადამიანი კი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ–ის 276–ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.