ანონსი –25 ოქტომბერი

10:30 არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიციის” აღმასრულებელი დირექტორი გურამ ადამაშვილი საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს; 


12:00 საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) VII საანგარიშრო საარჩევნო ყრილობა გაიმართება ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრში ,,მუზა” ( მისამართი: კუს ტბის გზა N 1).


12:30 ,,საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის” იურისტი, თამარ ბაღათურია ,,პრაიმ ტაიმის პრესკლუბში” პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პრეზიდენტი მთავრობის გეგმების იგნორირებას ახდენს და ხელოვნურად ქმნის პრობლემებს;


13:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში ცინდელიანის და ქარდავას საქმესთან დაკავშირებით დავით ცინდელიანის ძმა ოთარ ვიბლიანი განცხადებას გააკეთებს;


 14:00 საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე (თბილისი, შ. ჩიტაძის და 9 აპრილის ქუჩების კვეთა) ინგლისელი დიპლომატის, მთარგმნელისა და მოგზაურის ოლივერ უორდროპის სახელობის სკვერი გაიხსნება;


 

16.00 „თბილისობა 2014“ ფარგლებში ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში (ჯავახიშვილის, 7) გაიმართება გრიგოლ რობაქიძის რომანის „გველის პერანგი“ რუსული თარგმანის პრეზენტაცია.