პრეზიდენტმა 42 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 19 პატიმარი შეიწყალა. შეწყალება ასევე შეეხო პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ 23 პირს, მათგან 2 ქალია.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჯერ კიდევ მოქმედმა ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

მისი თქმით, შეწყალებული პატიმრებიდან ორი ქალია. ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებენ.