შსს “რეიდებს” არ ადასტურებს, თუმცა პოლიცია მოქალაქეებს ჩხრეკს

ფეისბუკზე არაერთმა მოქალაქემ დაწერა, რომ პოლიციელებმა გაჩხრიკეს, ხოლო პირადობის მოწმობებს ფოტოები გადაუღეს, თუმცა შსს საპოლიციო კონტროლის (ე.წ. რეიდების) შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მომხდარ დანაშაულზე რეაგირების გარდა, მათი ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა დანაშაულის პრევენცია:

“ამ მიზნით, პოლიცია უფლებამოსილია, “პოლიციის შესახებ კანონის” საფუძველზე, შეაჩეროს და შეამოწმოს პირი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ პირს თან აქვს ამავე კანონით აკრძალული რაიმე ნივთი. სწორედ აღნიშნულ, კანონით გათვალისწინებულ პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს პოლიცია პერიოდულად”.

 შსს-ში გვაინტერესებდა:

გამოხმაურებები აპრილის ჩხრეკებზე

ამავე თემაზე გირჩევთ:

რა უფლებები აქვთ მოქალაქეებს სპეციალური საპოლიციო კონტროლის დროს – ომბუდსმენი