მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია

განახლება, 20:50 – მეტროში მოძრაობა აღდგენილია. ცეცხლი სადენებს გაუჩნდა, რომელიც მეხანძრეებმა მალევე ჩააქრეს. არავინ დაშავებულა.

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია.

როგორც “ნეტგაზეთს” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ტექნიკური შეფერხება მეტროსადგურ “გოცირიძეზე” დაფიქსირდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს დადგენა, რა გახდა შეფერხების საფუძველი.

მეტროსადგური “მარჯანიშვილი”, I ხაზზე მოძრაობა შეჩერდა

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მეტროს მუშაობას პრობლემა შეექმნა. ბოლო პერიოდში ასეთი რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, ტექნიკური ხარვეზის გამო თბილისში მეტროსადგურის I ხაზი ცოტა ხნით გაჩერებული იყო გუშინ, 23 აპრილსაც.