ოსური მედია: რუსეთიდან ცხინვალში სარაკეტო დანადგარების შეტანას ცდილობდნენ

ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟო უწყების ცნობით, “ქვემო ზარამაგის” გამშვები პუნქტით სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე  რუსეთის მოქალაქე ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარების შეტანას ცდილობდა.

ფაქტზე, როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.