ტექნიკური ხარვეზის გამო თბილისში მეტრო გაჩერდა

ტექნიკური ხარვეზის გამო თბილისში მეტროსადგურის I ხაზი ცოტა ხნით გაჩერებული იყო.

როგორც ნეტგაზეთს სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მოძრაობა 12 წუთის განმავლობაში იყო შეჩერებული.

კომპანიის განმარტებით, ხარვეზის დროს საბურთალოს ხაზი შეუფერხებლად მუშაობდა.