საპენსიო სქემა 2900-მა ადამიანმა დატოვა – სურგულაძე

დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2900-მა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტომა ლევან სურგულაძემ განაცხადა პარლამენტში ეკონომიკის კომიტეტის სხდომის დაწყებამდე, სადაც დეპუტატებს 100-დღიანი მუშაობის შედეგებს აცნობს.

“რეფორმა მიმდინარეობს წარმატებით. ჩვენს სისტემაში გაწევრიანებულია 750 ათას ადამიანზე მეტი. საპენსიო შენატანების მოცულობა დაახლოებით 175 მლნ ლარია. მომართვიანობა არის, სისტემიდან გასულია 2900 ადამიანი”, – განაცხადა სურგულაძემ.

საპენსიო სქემის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე იყვნენ 40 წლის ან მეტის. თუ 40 წელი ამ თარიღის შემდეგ შეგისრულდათ, საპენსიო სქემას ვეღარ დატოვებთ.

10 ცნობა, რაც უნდა იცოდეთ, თუ საპენსიო სქემის დატოვება გადაწყვიტეთ