როდის გაიმართება საქართველოში Endgame-ის პრემიერა, ამ დრომდე უცნობია

მარველის Avengers: Endgame-ის მსოფლიო პრემიერა 24-დან 26 აპრილის პერიოდში გაიმართება. გამონაკლისს რუსეთი წარმოადგენს, სადაც ფილმის პრემიერა 29 აპრილს შედგება.

რაც შეეხება საქართველოს, ფილმის პრემიერის თარიღი ამ დრომდე უცნობია. “ნეტგაზეთი” ამ საკითხზე კინოთეატრ “კავეას” დაუკავშირდა, თუმცა კომპანიაში განგვიცხადეს, რომ ამჟამად დისტრიბუტორებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და პრემიერის თარიღი არ არის ცნობილი.

“კავეაში” ამბობენ, რომ ეს სტანდარტული პროცედურაა:

“ეს ჩვეულებრივი, სტანდარტული პროცედურაა, ველოდებით დისტრიბუტორებისგან პასუხს, როდის გვექნება პრემიერა. ეს ჩვეულებრივი პროცედურაა, დისტრიბუტორთან ვარკვევთ თარიღს”, – ამბობენ კომპანიაში.

გამომდინარე იქიდან, რომ მარველის კინოსამყაროს მოყვარულების დიდი ნაწილი ფილმის ნახვას უკვე ხვალიდან შეძლებს, ინტერნეტში სპოილერების გავრცელების რისკიც საგრძნობლად მატულობს.

ამიტომ, “ნეტგაზეთი” გირჩევთ, წიკითხოთ რეკომენდაციები ჩვენი არქივიდან, რომელიც დაგეხმარებათ სპოილერებისგან თავის დაცვაში:

რა თანმიმდევრობით უნდა ნახოთ “მარველის” ფილმები – ქრონოლოგია