2020 წელს FB-ის მონაცემთა ცენტრები მხოლოდ განახლებად ენერგიაზე იმუშავებს – ცუკერბერგი

ფეისბუკის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ 2020 წლისთვის სოციალური ქსელი მონაცემთა ცენტრებისთვის მხოლოდ განახლებად ენერგიას გამოიყენებს. ამის შესახებ ცუკერბერგი ფეისბუკზე წერს, სადაც 6 ახალი პროექტი დააანონსა.

“დედამიწის დღისთვის  მზის ენერგიის პროექტს ვაანონსებთ, რათა მხარი დავუჭიროთ ფეისბუკის მონაცემთა ცენტრებს. ჩვენი მონაცემთა ცენტრები უკვე არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ენერგოეფექტური. გასულ წელს მიზნად დავისახეთ, რომ ყველა ჩვენი მონაცემთა ცენტრი 2020 წლისთვის 100%-ით განახლებად ენერგიას გამოიყენებს. ეს პროექტები ხელს შეგვიწყობს ამ მიზნის მიღწევაში”, – წერს ცუკერბერგი.

ამავე თემაზე გირჩევთ

10 რჩევა საქართველოში განახლებადი ენერგიის სექტორის გასავითარებლად

რა უპირატესობა აქვს განახლებადი ენერგიის წარმოებას და მისი პერსპექტივა საქართველოში

მზის ენერგიის 30 ენთუზიასტი საქართველოში და სახელმწიფო პოლიტიკა