ტყვარჩელის ოლქის დეპუტატის ვადამდელი არჩევნების დანიშნვის აუცილებლობა მას შემდედ დადგა, რაც ტყვარჩელის დეპუტატს რაულ ხაჯიმბას, რომელიც 24 აგვისტოს აფხაზეთის პრეზიდენტად იყო არჩეული, უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა.
რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის პრეზიდენტად მიმდინარე წლი აგვისტოში აირჩიეს. მანამდე სოხუმში აქციები დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენლები და აქციის მონაწილეები ქვეყანაში არსებული პრობლემების გამო პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ.
აფხაზეთმა საქართველოსგან დამოუკიდებლობა ცალმხრივად 1993 წელს გამოაცხადა. 2008 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დროს, აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა რუსეთმა. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული დადგენილებით, აფხაზეთი საქართველოს ნაწილად ითვლება.
|
||