საბჭოს აპარატის განცხადებით, უშიშროების საბჭოს შეხვედრის მიზანია თავდაცვის ორგანიზაციის მიზნით კოორდინირებული ნაბიჯების დაგეგმვა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების“ ინიცირების პირობებში.
საბჭოს მუდმივი წევრების გარდა სხდომაზე მიწვეულნი არიან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, გენერალური შტაბის უფროსი.
უშიშროების საბჭოს შეხვედრა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დარბაზში გაიმართება.