ლექტორი, რომელსაც ყოფილმა ქმარმა ესროლა, გარდაიცვალა

რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურის ცნობით, პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა და საოპერაციოში ისე გარდაიცვალა, რომ ქირურგიული ჩარევა ვეღარ მოხერხდა. 

 

შემთხვევა დღეს მოხდა ილიაუნის შენობაში. სტუდენტების თქმით, ლექტორი ლექციიდან გამოიყვანა ყოფილმა ქმარმა და ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.