სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია აწარმოებდა – თანაინვესტირების ფონდი

თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციით, პანორამა თბილისის სამშენებლო სამუშაოებს, საიდანაც 3 მუშა გადმოვარდა, კონტრაქტორი კომპანია აწარმოებდა.

ფონდში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ კომპანია შ.პ.ს ენერჯი პლიუსი, ხელშეკრულების თანახმად, ვალდებული იყო, სამშენებლო სამუშაოებზე უსაფრთხოების ნორმები დაეცვა.

“სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა კონტრაქტორი კომპანია შ.პ.ს ენერჯი პლიუსი, რომელსაც ხელშეკრულების პირობების ფარგლებში გათვალისწინებული აქვს სამშენებლო სამუშაოებზე უსაფრთხოების ნორმები,”-აცხადებენ ფონდში.

თვითმხილველი ამბობს, რომ დაკიდული ხარაჩო ჩაწყდა, შედეგად, სამი მუშა ძირს ჩავარდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, გამოძიება კი სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო. აღნიშნული გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

პანორამა თბილისის მშენებლობიდან გადმოვარდნილი ორი მუშა ამტელ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ხოლო ერთი ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება.

პანორამაზე დაშავებული ორი მუშის მდგომარეობა სტაბილურია, ერთს გამოკვლევები უტარდება