რატომ არ იყენებენ ვერტმფრენებს – სახანძრო სამსახურის განმარტება

საფრანგეთის კრიზისის მართვის სააგენტო აცხადებს, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენების გამოყენება შეუძლებელია.  ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

“ჰაერიდან წყლის ჭავლის დაშვება ასეთი ტიპის ნაგებობაზე მთელი სტრუქტურის ჩამოქცევას გამოიწვევს იმ მეხანძრეებთან ერთად, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გადასარჩენად”, – წერია განცხადებაში.

ხანძრის ჩასაქრობად საჰაერო ძალების გამოყენების ინიციატივა აშშ–ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაახმიანა. “ტვიტერზე” გამოქვეყნებულ პოსტში მან მომხდარს საშინელება უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ პროცესში საჰაერო ტანკერები ჩაერთვებიან.

So horrible to watch the massive fire at Notre Dame Cathedral in Paris. Perhaps flying water tankers could be used to put it out. Must act quickly!

— Donald J. Trump (@realDonaldTrump) April 15, 2019

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი 15 აპრილს, შუადღისას გაჩნდა.

BBC-ის თანახმად, ოფიციალური პირები ცეცხლის გაჩენის ზუსტ მიზეზს ჯერ ვერ ასახელებენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ ინციდენტი სარემონტო სამუშაოებს უკავშრდება.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ჩამოიქცა ხანძრის შედეგად ცნობილი სამრეკლო.

It’s falling pic.twitter.com/TE705LNfdw

— Hash Miser ? (@H_Miser) April 15, 2019

ცეცხლს მეხანძრეთა ჯგუფები ებრძვიან, გარშემო ტერიტორია კი ევაკუირებულია. ბარიკადებს მიღმა უამრავი ადამიანია შეკრებილი, რომლებიც ჩუმად ადევნებენ თვალს, როგორ ნადგურდება 850-წლიანი ისტორიის მქონე უმნიშვნელოვანესი ნაგებობა.

ადგილზე უკვე მივიდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელმაც თქვა:

“ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მსგავსად, მეც ვწუხვარ ამ ღამით, როცა ვხედავ, როგორ იწვის ჩვენი ეს ნაწილი”.