პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სამრეკლო ჩამოიქცა

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ცნობილი სამრეკლო ცეცხლმა გაანადგურა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ჩამოიქცა ტაძრის ერთ–ერთი საკვანძო ნაწილი.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარია. ცეცხლი დღეს, 15 აპრილს, შუადღისას გაჩნდა.

It’s falling pic.twitter.com/TE705LNfdw

— Hash Miser ? (@H_Miser) April 15, 2019

BBC-ის თანახმად, ოფიციალური პირები ცეცხლის გაჩენის ზუსტ მიზეზს ჯერ ვერ ასახელებენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ ინციდენტი სარემონტო სამუშაოებს უკავშრდება.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ამოდის ცეცხლის ალი და კვამლი 850 წლის წინათ აგებული, ისტორიულად უმნიშვნელოვანესი ტაძრიდან.

ცეცხლს მეხანძრეთა ჯგუფები ებრძვიან, გარშემო ტერიტორია კი ევაკუირებულია.


პარიზის ღვითსმშობლის ტაძრის მშენებლობა ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში, 1163 წელს დაიწყო და საბოლოოდ 200 წლის შემდეგ, მე-14 საუკუნეში დასრულდა. ტაძარს განსაკუთრებული პოპულარობა ვიქტორ ჰიუგოს რომანმა მოუტანა. ის გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაგებობად ითვლება. ყოველწიურად ღვითსმშობლის ტაძარს 13 მილიონი ადამიანი სტუმრობს.