კახა კახიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დაინიშნოს კახა კახიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველ მოადგილედ 2014 წლის 7 ოქტომბრიდან”.
სასჯელაღსრულების სამინისტრომ პრესით გავრცელებული ინფორმაცია იურისტ კახა კახიშვილის მინისტრის მოადგილედ დანიშვნის შესახებ 7 ოქტომბერს “ნეტგაზეთთან”საუბრისას
უარყო.
კახა კახიშვილს სამინისტროში დღეს, 13 ოქტომბერს 17:00 საათზე წარადგენენ.