გოგოებს შორის მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველო მე-11 ადგილზე გავიდა

მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში გოგოებს შორის (EGMO), რომელიც 7-12 აპრილს გაიმართა, საქართველოს გუნდმა მსოფლიოში მე-11 ადგილი დაიკავა, ევროპაში — მე-8. პირველ ადგილზე აშშ-ის გუნდი გავიდა.

რაც შეეხება პერსონალურ შედეგებს — საქართველოს 4-წევრიანი გუნდიდან:

მოსწავლეების დიმიტრი არაბიძე და ივანე გოქაძე ხელმძღვანელობდნენ.

ოლიმპიადაში სულ 50 ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა, ჯამში 196 მოსწავლე.

წინა წელს საქართველო ამავე ოლიმპიადაზე 25-ე ადგილზე გავიდა. EGMO 2012 წლიდან ტარდება. მონაწილეებმა 6 ამოცანა უნდა ამოხნსან; თითო ამოცანაში მაქსიმუმ შვიდი ქულის დაგროვებაა შესაძლებელი. ოლიმპიადაში 20 წლამდე ასაკის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას.

ოლიმპიადა 2020 წელს ახალ ზელანდიაში ჩატარდება, 2021 წელს კი — ქუთაისში.

მოსწავლეებს ეს ამოცანები უნდა ამოეხსნათ:

ამოცანები

ამოცანები