რუსთაველის გამზირზე მელიქ აზარიანცის სახლში ხანძარია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ხანძარი რესტორან „ხინკლის სახლის“ სამზარეულოში 20 კვადრატულ მეტრზრე იყო გაჩენილი [„ხინკლის სახლი“ აზარიანცის სახლის ნაწილია].
საგანგებოს ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა და მას მალე ბოლომდე ჩააქრობენ.
შენობა XX საუკუნის დასაწყისშია აგებული.