13 არასამთავრობო ორგანიზაცია მკვეთრად უარყოფითად აფასებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის ინიციატივას ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შესახებ.
არასამთავრობოებმა განცხადება დღეს, 12 აპრილს გაავრცელეს, სადაც წერია:
“აჭარის ტელევიზია და რადიო ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან შეფასდა, როგორც თავისუფალი, მიუკერძოებელი და მზარდი ინსტიტუტი მკვეთრად პოლარიზებულ და პოლიტიზირებულ მედიაგარემოში.
დირექტორის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას კარგად უნდა იყოს გათვითცნობიერებული ის ზიანი, რაც მიადგება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მედიის თავისუფლებას. იმედს გამოვთქვამთ, რომ მრჩეველთა საბჭოს სხვა წევრები გამოიჩენენ კეთილგონიერებას და დაიცავენ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას.
არასამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებით ვაკვირდებით აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებს და იმედს გამოვთქვამთ, რომ განხილვა იქნება საჯარო და საზოგადოებას მიეცემა საშუალება, ჩაერთოს ამ პროცესებში”.
განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები:
ბორდის ორი წევრი აჭარის ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს ითხოვს