მგონია, რომ ეს არის ლეიბორისტული პარტიის მოთხოვნები – კალაძე ტაქსისტების პროტესტზე

თბილისის მერს, კახა კალაძეს მიაჩნია, რომ ტაქსისტების პროტესტი სინამდვილეში ლეიბორისტული პარტიის მოთოხვნებია. კალაძის თქმით, მერიამ ტაქსისტების ყველა პრობლემა შეისწავლა, რათა მათ არცერთი თეთრი არ დაეხარჯათ.

„ყველანაირი მდგომარეობა შევისწავლეთ მათი, სოციალური პრობლემები, ყველაფერი. მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, რომ მტკივნეული არ ყოფილიყო მათთვის, მათ ერთი თეთრიც კი არ დაეხარჯათ. ყველაფერზე წავედით და მე უკვე მგონია, რომ ეს არის ლეიბორისტული  პარტიის მოთხოვნები, რომ ქალაქში არაფერი არ გაკეთდეს, არანაირი რეფორმა არ განხორციელდეს. ასე არ გამოვა, მეგობრებო, შეუძლებელია. ჩვენ გვინდა, რომ მოვაწესრიგოთ ეს მიმართულება”, – ამბობს კალაძე.

გუშინ, 11 აპრილს, ტაქსისტებმა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. ტაქსისტებთან ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

თბილისში მომუშავე ტაქსისტების ნაწილი სხვადასხვა ახალ რეგულაციას, ძირითადად კი, მანქანების თეთრად შეღებვის ვალდებულებას აპროტესტებს.

ტაქსისტების მოთხოვნები ასეთია:

დღეს, 12 აპრილს, ტაქსისტები თბილისის მერს, კახა კალაძეს შეხვდებიან და თუ მერია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

ტაქსისტების გამაფრთხილებელი აქცია დასრულდა – მძღოლები ხვალ კალაძეს შეხვდებიან