რეზი დავითაძემ ევროპის რეკორდი გააუმჯობესა და ოქროს მედალი მოიპოვა

ქართველმა ძალოსანმა რეზი დავითაძემ ევროპის ჩემპიონატზე  23-წლამდელთა ევროპის რეკორდი ორი კილოგრამით გააუმჯობესა და ოქროს მედალიც მოიპოვა.

დღეს, 11 აპრილს, დავითაძემ 89 კილოგრამ წონით კატეგორიაში ატაცში 170 კილოგრამი დაძლია. აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, ძალოსანს აკვრა და ორჭიდის ჯამი ელის.

ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი ბათუმში, 6-13 აპრილს იმართება.