მთავრობა მთის ფაკულტეტის შექმნაზე 150 ათას ლარს დახარჯავს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მთის ფაკულტეტის შექმნაზე მთავრობა 150 ათას ლარს დახარჯავს.

მთავრობის 4 აპრილის განკარგულებით, ფინანსთა სამინისტროს დაევალა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროს გამოუყოს ეს თანხა, რომელიც შემდეგ ტექნიკურ უნივერსიტეტს გადაეცემა.

უნივერსიტეტი ვალდებულია, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ფაკულტეტის შექმნასა და სასწავლო პროგრამის მომზადებაზე დახარჯოს.