მერია ტაქსებს გადაღებვის ნაცვლად ფირის გადაკვრას სთხოვს

თბილისის მერია ტაქსებს თეთრად გადაღებვას აღარ მოსთხოვს და ალტერნატივის სახით სთავაზობს მანქანებზე თეთრი ფერის ფირის გადაკვრას.

ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ფირის გადაკვრის ხარჯებსაც სარეკლამო კომპანია დაფარავს, სანაცვლოდ კი ტაქსები 2 წლის განმავლობაში მისი რეკლამით იმოძრავებენ.

ელოშვილის თქმით, მერია ითვალისწინებს ტაქსისტების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ გადაღებვა მანქანის ღირებულებას ამცირებს.

ილია ელოშვილის განცხადებით, მერია ტაქსებს 5 სარგებელს სთავაზობს: