გოგიჩაიშვილი: ივანიშვილი ჩვენზე გაბრაზებულია და არის ძალიან საშიში

პარლაენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის აზრით, ბიძინა ივანიშვილი გაბრაზებულია იმ დეპუტატებზე, რომლებმაც “ქართული ოცნება” დატოვეს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი საშიშია, რადგან ის დიდ ძალაუფლებას ფლობს:

“ის ითხოვდა, რომ ჩვენ გავჩუმებულიყავით და რამენაირად გაგვეტანა იურიდიულ კომიტეტზე ეს ათკაციანი სია და მან ეს ვერ მიიღო. ის გაბრაზდა, ის არის დღეს ჩვენზე გაბრაზებული.

ის არის ძალიან საშიში, ამავდროულად, იმიტომ, რომ ვერ მალავს თავის ანტაგონიზმს ჩვენს მიმართ.  დიდი ძალაუფლების მქონე ადამიანი საშიშია, რა თქმა უნდა, იმით, რომ ის ეცდება აიძულოს უმრავლესობა, მოძალადე მოსამართლეები გახდნენ ¼ საუკუნის განმავლობაში უვადო მოსამართლეები” ,- ამბობს დეპუტატი “რუსთავი 2”-თან.