ნეტგაზეთი | ცხინვალი ჟენევის დისკუსიებზე დევნილთა საკითხების განხილვას არ აპირებს ცხინვალი ჟენევის დისკუსიებზე დევნილთა საკითხების განხილვას არ აპირებს – Netgazeti
RU | GE  

ცხინვალი ჟენევის დისკუსიებზე დევნილთა საკითხების განხილვას არ აპირებს

ცხინვალი ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე, რომელიც 7-8 ოქტომბერს უნდა გაიმართოს, კვლავ “საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის შემუშავებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს,” – წერს სააგენტო რეს-ი.

“სამხრეთ ოსეთის დელეგაცია ჟენევაში 29-ე რაუნდში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. დელეგაციის ძირითადი მიზანი კვლავ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის შემუშავებაა,”- აცხადებს მურატ ჯიოევი, სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ჟენევაში და პრეზიდენტის თანშემწე პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში.

 

გარდა ამისა, პრეზიდენტის აპარატის წარმომდგენლის თქმით, დელეგაცია ცხინვალიდან მუშაობას განაგრძობს ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტაზე, მათ შორისაა სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების გათავისუფლება საქართველოს ციხეებიდან და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ბედის გარკვევა. 

 

“ჩვენი დელეგაცია დევნილთა შესახებ საკითხებს არ განიხილავს, რამდენადაც საქართველოს მხარე ამ საკითხის პოლარიზებას ახდენს, უკვე რამდენიმე წელია მას ეს საკითხი გაეროს გენერალური ასამბლეაზე გააქვს. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი მონაწილეობას არ იღებენ გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომებზე, ამიტომაც მათი აზრი არ არის გათვალისწინებული. შესაბამისად, პრობლემა იხილება მხოლოდ საქართველოს გადმოსახედიდან. იქამდე, სანამ ეს პრაქტიკა არ შეწყდება, ჟენევის დისკუსიების ფარგლებში დევნილთა საკითხი არ განიხილება ჩვენი მხრიდან.”

 

ჟენევის დისკუსიები 2008 წლიდან მიმდინარეობს. მასში მონაწილეობას იღებენ საქართველო,  აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, რუსეთის ფედერაცია, აშშ, გაერო, ეუთო და ევროკავშირი. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი , ------------------------------------------------------------ , -------------------------------------------------------------- , მასალაში გამოყენებულია თვითაღიარებულ რესპუბლიკაში დამკვიდრებული ტერმინოლოგია