სოფელ შამგონაში რუსმა სამხედროებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

როგორც “ნეტგაზეთს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.