ტარიფები და სხვა საბაჟო გადასახადები კავშირის წევრ ქვეყნებს შორის შემდეგნაირად განაწილდება: სომხეთს ერგება ხარჯების 1.13%, ბელორუსს – 4.65%, ყაზახეთს – 7.25%, რუსეთს – 86.97%. სომხეთისთვის, ასევე, გადაწყდა ევრაზიულ კავშირთან დიდი ხნის მანძილზე განხილვის რეჟიმში მყოფი საკითხი – ევრაზიული საბაჟო კავშირის საცალო ტარიფის გადავადება ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან საქონელზე, რომლის იმპორტი მესამე ქვეყნიდან ხორციელდება. მათზე შენარჩუნდება სომხეთში დღეს მოქმედი ტარიფები კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში. შემდეგ კი საბაჟო ტარიფები თანდათან გაიზრდება შვიდი წლის განმავლობაში, საშუალოთ 2-3%-იანი პუნქტით, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში – 15%-მდე. უკვე 2022 წლისთვის სომხეთი სრულად უნდა გადავიდეს ევრაზიული კავშირის საცალო ტარიფებზე.
საბაჟო ტარიფიდან გათავისუფლდა ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქტები, როგორიცაა ხორცი, რძის ფხვნილი, სიმინდი, ბრინჯი, ზეთი, ბენზინი და ზოგიერთი ნავთობპროდუქტი. ამას გარდა, იგივე ფასები შენარჩუნდება მედიკამენტებზე, მსუბუქ ავტომობილებზე, მიკროავტობუსებზე, სატვირთო მანქანებზე.
სომხეთის ევრაზიის საბაჟო კავშირში გაწევრიანების შესახებ დოკუმენტის ხელმოწერა უნდა გაიმართოს 10 ოქტომბერს მინსკში. იმავე დღეს ერევნის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე იგეგმება ოპოზიციის მრავალათასიანი მიტინგის გამართვა.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |