აფხაზეთში ნარკოტიკების გავრცელებისთვის სიკვდილით დასჯას მხარი დაუჭირეს

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მეორე და საბოლოო მოსმენით ერთხმად დაუჭირა მხარი საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც ნარკოტიკების გავრცელებისთვის სამუდამო პატიმრობას ან სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.

ამასთან, აღნიშნული მუხლით გასამართლებულები შეწყალებას არ დაექვემდებარებიან.

კანონში ცვლილებები ძალაში 2020 წლის პირველი  იანვრიდან შევა.

კანონპროექტი პირველი მოსმენით 2018 წელს მიიღეს.