მოსიძე, ხუციშვილი და სხვები, ვინც სექსუალური ორიენტაცია/იდენტობის კანონიდან ამოღებას მიემხრნენ

შენიშვნა: დეპუტატმა ზაზა ხუციშვილმა განაცხადა, რომ კანონპროექტს მხარს არ უჭერს და მისი ხმა კენჭისყრისას შეცდომით დაფიქსირდა.

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატის, ემზარ კვიციანის კანონპროექტი “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით ჩავარდა. საკითხი კანონიდან ტერმინების – “სექსუალური ორიენტაცია” და “გენდერული იდენტობა” – ამოღებას მოიცავდა.

კანონპროექტს 27 დეპუტატი მიემხრო, 13 კი წინააღმდეგ წავიდა, თუმცა კვორუმისათვის აუცილებელი იყო 63 დეპუტატის ხმა.

დეპუტატები, რომელთაც კვიციანის კანონპროექტს მხარი დაუჭირეს, არიან:

კანონპროექტის წინააღმდეგ წავიდნენ:

კანონპროექტების პაკეტი, რომლის ავტორი ზვიად ტომარაძეა, კანონმდებლობიდან, მათ შორის ანტიდისკრიმინაციული კანონიდან, ტერმინების, “სექსუალური ორიენტაციის” და “გენდერული იდენტობის”, ამოღებას ითვალისწინებდა. კვიციანის განცხადებით, კანონმდებლობაში ამ ტერმინების ჩაწერით “ზნეობრივი ნორმები დაირღვა”.

მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.

ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობიდან ზემოხსენებული ტერმინების ამოღების საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მესამედ შევიდა.