აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 21 ივლისს გაიმართება. შესაბამისი დადგენილება დე ფაქტო ეროვნულმა კრებამ – პარლამენტმა მიიღო.
რაულ ხაჯიმბას, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოქმედ პრეზიდენტს, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2014 წლის 25 სექტემბრიდან იკავებს, უფლებამოსილება 2019 წლის 25 სექტემბერს ეწურება.
2019 წლის 9 ივნისს საპარლამენტო არჩევნები იმართება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაშიც.
ქართული მხარე და საერთაშორისო საზოგადოება ლეგიტიმურად არ ცნობს როგორც სამხრეთ ოსეთის, ასევე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკებში ჩატარებულ არჩევნებს.