მარტვილის მამათა მონასტრის კელიაში ხანძარი გაჩნდა

მარტვილში,  მამათა მონასტრის კელიაში ხანძარი გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 200 მ² ფართობი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი აგრძელებს მუშაობას.