მთავრობის მეთაურის განმარტებით, სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ რთველი წარმატებულად მიმდინარეობს და უკვე რეალიზებულია დაახლოებით 148 მილიონი ლარის ღირებულების ყურძენი.

 

„ეს არის ნამდვილად სასიამოვნო ინფორმაცია და მინდა, მოსახლეობას ვაცნობო ამის თაობაზე“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 

 
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას ინფორმაციით, „რთველი 2014“-ის საკოორდინაციო შტაბი  24-საათიან რეჟიმში მუშაობს და შარშანდელის მსგავსად, ჩაბარებული ყურძენი სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ერთიან ელექტრონული ბაზაში აღირიცხება. მიმდინარე წელს ყურძნის ხარისხის კონტროლთან ერთად მკაცრი კონტროლი  ხორციელდება ქარხნებიდან  ჭაჭის უტილიზაციაზეც.
 
 
რთველი 2014-ის საკოორდინაციო შტაბი  გურჯაანში 20 აგვისტოს გაიხსნა.
 
ირაკლი ღარიბაშვილი – EPA/STEPHANIE LECOCQ

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *