ანა გოჩაშვილმა პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური დატოვა

ანა გოჩაშვილმა საქართველოს პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა დატოვა.

“ვემშვიდობები საჯარო სამსახურს, პოლიტიკას – ჯერ არა. ჩემს ადგილს ერთი ძალიან სიმპათიური და კარგი გოგო დაიკავებს. იმედია, უკეთ გაართმევს თავს ამ ყველაფერს. ვუსურვებ წარმატებას და ვუთმობ ასპარეზს.
მადლობა ყველა საპარლამენტო ჟურნალისტს და ოპერატორს”, – წერს გოჩაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში.

საქართველოს პარლამენტში ჯერჯერობით არ აკეთებენ განცხადებას იმის შესახებ, ვინ დაიკავებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის პოსტს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თანამდებობას ჟურნალისტი და ყოფილი დეპუტატი მაგდა ანიკაშვილი დაიკავებს. “ნეტგაზეთმა” აღნიშნული ინფორმაციის მაგდა ანიკაშვილთან გადამოწმება სცადა, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.