ჩვენი ყოველი დღე ბრძოლაა! — ტრანსგენდერი ადამიანების მანიფესტი

31 მარტს, ტრანსგენდერი ადამიანების ხილვადობის დღეს, ლგბტ+ ადამიანის უფლებათა აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა ტრანსგენდერი თემის 2019 წლის მანიფესტი წაიკითხეს.

მანიფესტი აქტივისტმა და მხარდამჭერმა ფეისბუქზე პირდაპირ ეთერებში წაიკითხეს. ისინი საუბრობენ იმ ძალადობაზე, — ფიზიკურსა თუ ფსიქოლოგიურზე, — რისი ატანაც ყოველდღიურად უწევთ გარეგნობისა თუ გენდერული გამოხატვის გამო; საუბრობენ პრობლემებზე სხვადასხვა სახელმწიფო სისტემაში, განათელბასა თუ ჯანდაცვაში; დისკრიმინაციაზე დასაქმების ადგილებზე და ა.შ.

ავტორებმა მხარდამჭერებს შესთავაზეს, წაეკითხათ ეს მანიფესტი ფეისბუქ-ლაივში, — სახლში იქნებოდნენ, სამსახურში თუ სადმე სხვაგან, — და ასე გამოეხატათ მხარდაჭერა ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ.

ნეტგაზეთი მანიფესტის ტექსტს გთავაზობთ:

არ შეეგუო უსამართლობას – ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ადამიანებს, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში, უმუშევრობაში და უსახლკარობაში ცხოვრობენ. ჩვენ ვიმსახურებთ პატივისცემას და ღირსეულ ცხოვრებას.

ჩვენი ყოველი დღე ბრძოლაა!

შემოგვიერთდი შენც ამ ბრძოლაში!”