დაპირისპირება პოლიციასა და ტაქსისტები/ლეიბორისტების აქციის მონაწილეებს შორის [ვიდეო]

რუსთაველის გამზირზე ლეიბორისტებისა და ტაქსის მძღოლების აქციის მონაწილეებს პოლიცია სამანქანო გზას არ აკეტინებს, რის გამოც სიტუაცია დაძაბულია.

თბილისში ტაქსის მძღოლები და ლეიბორისტული პარტიის წევრები საპროტესტო აქცია/მსვლელობას მართავენ. საპროტესტო კოლონა სადგურის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით გადაადგილდება, სადაც 15:00 საათზე აქციაა დაანონსებული.