თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უკვე დამზადდა სპეციალური მანათობლები, რომლებსაც მუნიციპალიტეტი ტაქსის მძღოლებს უფასოდ გადასცემს.
კალაძის თქმით, მანათობელს რამდენიმე რეჟიმი აქვს. მაგალითად, როდესაც ტაქსი დაკავებული იქნება, ტაქსის ნიშანი წითლად გაანათებს.
დედაქალაქის მერის განმარტებით, აღნიშნული მანათობლები “ა” კატეგორიის ტაქსების მძღოლებს გადაეცემა. მათ, ვისაც ტაქსის თეთრად შეღებვის ვალდებულება აქვთ. რაც შეეხება “ბ” კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსებს, მათ არც ტაქსის გადაღებვის და არც მანიშნებელის დაყენების ვალდებულება არ აქვთ და შეუძლიათ “უბერის” და “ტაქსიფაის” მსგავს სისტემაში გაერთიანდნენ და ამ სერვისით მოემსახურონ მგზავრებს.