რუსთაველზე, “ქართული ოცნების” ოფისში, ხანძარი გაჩნდა

დღეს, 23 მარტს, საღამოს საათებში, რუსთაველის გამზირზე, პარტია “ქართული ოცნების” ოფისში, ხანძარი გაჩნდა. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

უწყების განცხადებით, ხანძრის შედეგად 3 კვ/მ, მაგიდა და კედელი დაიწვა. მეხანძრეებმა ცეცხლი უკვე ჩააქრეს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.