ვაშლიჯვარში საცობების წინააღმდეგ 23 მარტს აქცია გაიმართება

ვაშლიჯვარში საცობებს წინააღმდეგ 23 მარტს, 15:00 საათზე საპროტესტო აქცია იგეგმება. აქციის ანონსი სოციალურ ქსელ ფეისბუკზე განთავსდა.

“მოსახლეობა აპროტესტებს მუდმივ საცობებს ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე, კერძოდ, გოძიაშვილის და თოფურიძის ქუჩაზე. ჩვენ გვქონდა არაერთი კომუნიკაცია დეპუტატთან გამგეობაში და ვთხოვეთ შეხვედრა თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსს. შედეგი-0. ამიტომაც გადავწყვიტეთ გადავიდეთ ღია პროტესტზე”, – უთხრა ნეტგაზეთს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

აქციის მონაწილეები სუპერმარკეტ მადაგონის მიმდებარე ტერიტორიაზე აპირებენ შეკრებას.