პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი მსოფლიო თასის 15-გზის გამარჯვებულია

ქართველი პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა, რომელიც იტალიაში გაიმართა.

ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში გამართული შეჯიბრის ფინალში ჩინელი ლანჟუ აო დაამარცხა და კარიერაში მე-15 მსოფლიო თასი მოიგო.