ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სამხრეთ კავკასიაში კეთილდღეობის ინდექსით პირველ ადგილზე მთიანი ყარაბაღია

17 სექტემბერი, 2014 • • 1040
სამხრეთ კავკასიაში კეთილდღეობის ინდექსით პირველ ადგილზე მთიანი ყარაბაღია

კეთილდღეობის ინდექსის მიხედვით, საქართველოს მეზობელი სომხეთი [8%], აზერბაიჯანი [9%] და თურქეთი [11%] უსწრებს. 

 

135 ქვეყანას შორის, რომელიც კვლევაში იღებდა მონაწილეობას, პირველ ადგილებს პანამა [61%], კოსტა რიკა [44%] და დანია [40%] ინაწილებენ.

 

რაც შეეხება ქვეყანათა ოცეულს, სადაც კეთილდღეობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია, ამ ნუსხაში ძირითადად ლათინოამერიკული ქვეყნები, კანადა, აშშ და ევროპის სამი ქვეყანა მოხვდა. ბოლო ადგილებს სირია და ავღანეთი [1%] ინაწილებენ.

 

135 ქვეყანას შორის ამ პროცენტული მაჩვენებლით საქართველო 126-ე ადგილზეა, სომხეთი – 112-ე, აზერბაიჯანი – 111-ე, მთიანი ყარაბაღი –  78-ე.

 

ქვეყნების კეთილდღეობის ინდექსი 5 კრიტერიუმით განისაზღვრება. 1.მიზნები: მოგწონთ თუ არა ის, რასაც ყოველდღიურად აკეთებთ, გაქვთ თუ არა მიზნის მისაღწევად მოტივაცია; სოციალური სფერო: გაქვთ თუ არა ახლო ურთიერთობები ან სიყვარული ცხოვრებაში; ფინანსები: როგორ განკარგავთ საკუთარ ფინანსებს, რომ შეამციროთ სტრესი და უსაფრთხოება გაზარდოთ; გარემო: მოგწონთ თუ არა ადგილი, სადაც ცხოვრობთ, გრძნობთ თუ არა თავს უსაფრთხოდ; ფიზიკური მდგომარეობა: გაქვთ თუ არა კარგი ჯანმრთელობა და ყოველდღიური საქმეებისთვის თუ გყოფნით ენერგია. 


როგორც ორგანიზაციის ანგარიშში წერია, ბოლო კვლევა, რომელმაც 135 ქვეყანა მოიცვა, 2013 წლის იანვრიდან ამავე წლის დეკემბრამდე ჩატარდა და მთლიანობაში 133 394 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვა სატელეფონო და პირისპირ ინტერვიუებისგან შედგებოდა. 





 

მასალების გადაბეჭდვის წესი