არქივის კინოთეატრში  ქართული ანიმაციური ფილმების კვირეული გაიხსნება

ეროვნული არქივის კინოთეატრში 22 მარტს ქართული ანიმაციური ფილმების კვირეული გაიხსნება.

პროექტი „რე-ანიმაცია“, რაც ქართული მულტიპლიკაციური ფილმების ციფრულ მატარებელზე გადატანას,  რესტავრაციასა და კინოთეატრში ჩვენებას ითვალისწინებს, ეროვნული არქივისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ თანამშრომლობით ხორციელდება.

ეროვნული არქივის ცნობით, ანიმაციური ფილმები ეროვნული არქივის მაღალი გარჩევადობის კინოსკანერზე ციფრულ ფორმატში გადადის და ციფრული რესტავრაცია უტარდება. მულტიპლიკაციური ფილმებს  ფერის, გამოსახულებისა და ხმის კორექცია უკეთდება.

ამ პროექტით არქივის მიზანია ანიმაციური ფილმების მაღალი ხარისხის ციფრული ასლების შექმნა, ბავშვებისა და მოზარდების ქართული მულტიპლიკაციური ფილმებით დაინტერესება და მათი პოპულარიზაციის გაზრდა.

პროექტის ფარგლებში პირველი ჩვენება 22-28 მარტს საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში გაიმართება: ნაჩვენები იქნება საქართველოს ეროვნულ არქივსა და კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ დაცული 9 მოკლემეტრაჟიანი ქართული მულტფილმი, რომლის რესტავრაცია უკვე განხორციელდა.

დაგეგმილია 8 სეანსის ჩვენება, რომლის ხანგრძლოვობა 90 წუთს შეადგებს. თითოეულ სეანსში წარმოდგენილი იქნება ფილმები:

[checklist]

[/checklist]

ჩვენების განრიგი:

22 მარტი –      18:00

23 მარტი –      15:00, 18:00

24-27 მარტი – 15:00

28 მარტი  – 19:00