საქართველოს შესახებ პოზიტიური გადაცემა აფხაზური ტელევიზიით შეცდომით გავიდა

აფხაზეთის ტელევიზია abaza.tv- მ 19 მარტს მაყურებელს შესთავაზა  გადაცემა, რომელიც საქართველოს ღირსშესანიშნაობებსა და კურორტებს ეხებოდა.

როგორც აღმოჩნდა, საქართველოს შესახებ მომზადებული გადაცემა არხზე შეცდომით გავიდა, რასაც, ნეტგაზეთის ინფორმაციით, ტელევიზიაში სკანადალი მოჰყვა.

აფხაზურ ტელევიზიაში ტრანსლირებენ მოგზაურობების შესახებ რუსეთისთვის მომზადებულ გადაცემებს . ერთ-ერთი გადაცემა კი საქართველოზე იყო, რომელიც ეთერში უნახავად გაუშვეს.