“ბოშების ბაზარში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ეჭვობენ, რომ ხანძარი მიზანმიმართულად გააჩინეს. რესპოდენტები, რომლებსაც ნეტგაზეთი ესაუბრა, ამბობენ რომ მათი სამრეწველო საქონელი ხანძრის გაჩენამდე გაიტანეს.
ბაზრის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ დაზარალებულებს ზარალს აუნაზღაურებს, თუმცა, სრულად არა. ადმინისტრაციის განცხადებით, დაზარალებულებს დამწვარი ტერიტორიის წინ გაუშლიან “დახლებს”, ოღონდ, რა ოდენობაზეა საუბარი, არ კონკრეტდება.