მარნეულში ფერმერს 30 ძირი კაკლის ხე გაუჩეხეს – რადიო “მარნეული”

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში ფერმერს 30 ძირი კაკლის ხე გაუჩეხეს.  რადიო “მარნეულის” განცხადებით, შემთხვევა დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინება გუშინ, 20 მარტს შევიდა.

დაზარალებული ფერმერი რადიო მარნეულთან ამბობს, რომ ერთ დღეს 18, ხოლო მომდევნო დღეს 12 ხე დაუკითხავად გაუჩეხეს.

ნეტგაზეთი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლით დაიწყო, რაც ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვას გულისხმობს.