პრეზიდენტმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება არ გამორიცხა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არ გამორიცხა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება. “ვნახავთ”, – ასე უპასუხა მან ტვ პირველის წამყვან ინგა გრიგოლიას შეკითხვას მსჯავრდებული დეკანოზის შესაძლო შეწყალების თაობაზე.

სალომე ზურაბიშილის თქმით, არცერთ საქმეზე არ დაუშვებს მასზე ზეწოლას და სადაც ზეწოლის მცდელობას დაინახავს, იმ საქმეს გვერდით გადადებს. მისივე თქმით, შეწყალების დისკრეცია იმას ნიშნავს, რომ ის არ იქნება ვალდებული ვინმეს აუხსნას, რის საფუძველზე მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება.

პრეზიდენტის თქმით, მას ილია მეორის მიმართ დიდი პატივისცემა აქვს, თუმცა შეწყალების გადაწყვეტილებაში არის მარტო.