კვაჭანტირაძე განმეორებით კენჭისყრამდე თვითონ გადადგა, რამაც დაბნეულობა გამოიწვია [ვიდეო]
პარლამენტმა კავკასიისა და დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხს ხელმეორედ კენჭი აღარ უყარა. კენჭისყრამდე ზვიად კვაჭანტირაძემ თვითონ განაცხადა, რომ თანამდებობას საკუთარი სურვილით ტოვებდა.