კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხს დღეს კენჭს კიდევ ერთხელ უყრიან

ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხს კავკასიის და დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან  დღეს კენჭს კიდევ ერთხელ უყრიან. შესაბამისი გადაწყვეტილება ბიურომ მიიღო.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ კავკასიისა და დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძე ტექნიკური მიზეზისა და “გაურკვევლობების” გამო ვერ გადააყენეს.

მისი თქმით, კენჭისყრაზე საკითხის ჩავარდნა მხოლოდ ტექნიკური მიზეზის ბრალი არაა და იყო “გაურკვევლობებიც”. “გადაყენებას რახან ეხებოდა საკითხი, რადმენიმე დეპუტატს ეგონა, რომ არ უნდა დაფიქსირებულიყო მომხრედ”.

 

ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვებას თავისი ნებით აპირებს.